ახალი ამბები

ნიკოლოზ ალავიძე-საჯარო სამსახურებიდან 2000-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით

„საჯარო სამსახურებიდან 2000-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით“ – როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა, სახელმწიფო საწარმოებში ყველა პოლიტიკური ნიშნით არის დასაქმებული.

„საჯარო სამსახურებიდან 2000-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით. ეს დიდი პრობლემაა ეკონომიკისთვისაც. ეს არა მარტო ამ 2000 ადამიანის, არამედ სრულიად ეკონომიკის პრობლემაა – მათ უკან მდგომი ადამიანები, საბანკო ვალდებულებები – ეს ყველაფერი სავალალო ნიშნების ანთების საფუძველს გვაძლევს და ეს პროცესი სამწუხაროდ, გრძელდება“ – აღნიშნა მან.

„ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრის თქმით, სახელმწიფო საწარმოებში, სადაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან დასაქმებულნი, კომპეტენციის შეზღუდვა ძალიან დაბალია.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხის გათავისუფლება სახელმწიფოს არ გაუჭირდა, ამ ნაწილში, სახელმწიფო საწარმოებში, ყველა პოლიტიკური ნიშნით არის დასაქმებული. კომპეტენციის შეზღუდვა აქ ძალიან დაბალია, რაც იწვევს სავალალო შედეგებს. ამ გაუგებარი პოლიტიკური კურსის შესანარჩუნებლად, რაზეც ეს ბაბლი დგას, დაკმაყოფილებულია იმით, რომ მათ არ წაიკითხონ არაფერი, არ გაეცნონ ინფორმაციას, კონსტიტუცია საერთოდ არ ადარდებდეთ, ამაში ისინი იღებენ ფულს, რაც საერთო ჯამში სახელმწიფოს საკმაოდ დიდი მოცულობა უჯდება“ – აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.