ახალი ამბები

გურჯაანელმა ნიკა ქაჩლიშვილმა ძალისმიერ სამჭიდში, საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა ნიკა ქაჩლიშვილმა ძალისმიერ სამჭიდში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა.

ნიკა ქაჩლიშვილმა, ტურნირში, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ ტურნირში გამარჯვებით, ნიკა ქაჩლიშვილმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გამგზავრების და ასპარეზობის შესაძლებლობა მოიპოვა. ნიკა ქაჩლიშვილი ძალისმიერ სპორტში საქართველოს შვიდგზის ასევე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.