ახალი ამბები

თელავში ისტორიული და კლასიკური ავტომობილებისა და მოტოციკლების გამოფენა გაიმართება

31 მაისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე ისტორიული და კლასიკური ავტომობილებისა და მოტოციკლების გამოფენა გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, 16:00 საათიდან, წარმოდგენილი იქნება გასართობი პროგრამა და კვების კუთხე.

ისტორიული ავტომობილების გამოფენას თელავში ყოველწლიური ხასიათი აქვს და უკვე მეოთხედ იმართება.