4-9 მაისს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ27-კმ35 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული გზის საგარეჯოს შემოსავლელის მონაკვეთზე ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე სავალი ნაწილი შევიწროვდება ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე და გამაგრებულ გვერდულზე (ორივე მიმართულებით).
საავტომობილო გზაზე შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე და გამაგრებულ გვერდულზე (ორივე მიმართულებით).

