ახალი ამბები

სიღნაღელმა ახალგაზრდა სპორტსმენმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კრივში გამარჯვება მოიპოვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის წნორის კიკბოქსინგის სექციის სპორტსმენმა გაბრიელ გახოკიძემ ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ტაილანდურ კრივში გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ფინალურ დაპირისპირებაში სომეხი სპორტსმენი ნარეკ საჰარიანი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული გახდა. შეჯიბრებაში სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა.