“მუკუზანი ღვინის სარდაფი” ინგლისის, ჩინეთის, აშშ-ის და კორეის ბაზარზე გასასვლელად ემზადება
“მუკუზანი ღვინის სარდაფი” ინგლისის, ჩინეთის, აშშ-ის და კორეის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
კომპანიაში ცხადებენ, რომ პირველი ექსპორტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ “მუკუზანი ღვინის სარდაფი” ღვინის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე ახორციელებს.
ცნობისთვის, მეღვინეობა “მუკუზანი ღვინის სარდაფი” ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. კომპანია 10 ჰა-ზე გაშენებულ ვენახს და რამდენიმე ბრენდს ფლობს, მათ შორის, Mukuzani Wine Cellar, Lomiauri Estate და EsCargot. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ მეღვინეობამ სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა. “მუკუზანი ღვინის სარდაფი” წელიწადში 50 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებდა, თუმცა მიმდინარე წელს მათი წარმადობა სავარაუდოდ, 100 000 ბოთლამდე გაიზრდება.

