ახალი ამბები

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია პურის ინდექსის გამოთვლის ინიციატივით გამოდის

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ხაჭაპურის ინდექსის მსგავსად, პურის ინდექსის გამოთვლის ინიციატივით გამოდის.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ახალი ინდექსის საჭიროება გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანაში მუდმივად ისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი პროდუქტის გაძვირების საფუძველზე იმატებს პურის ფასი.

„რადგან მუდმივად არის კითხვები იმასთან დაკავშირებით,ფქვილიდან გამომდინარე ძვირდება პური თუ რომელიმე სხვა კომპონენტიდან, კარგი იქნება რომ შეიქმნას პურის ინდექსი. ისევე როგორც ხაჭაპურის ინდექსია, თუმცა პურის ინდექსი ვფიქრობ, უფრო მოთხოვნადია“ – აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით, პურის ინდექსი რამდენიმე კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს: მათ შორისაა ფქვილი, მარილი, საფუარი და წყალი. „ინდექსის გამოქვეყნებით თვიდან თვემდე ადამიანებს ეცოდინებათ რისი ცვლილების გამო იცვლება პურის ფასი.“- აღნიშნა ლევან სილაგავამ.