მოდვერაულის ეკლესიის ნანგრევები სოფელ ყიტაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში შემორჩენილია მოდვერაულის ეკლესიის ნანგრევები.
კულტურული მემკვიდრეობის პორტალის ინფორმაციით, ნაგებობიდან შემორჩენილია აფსიდის ნაწილი, რომელიც შუაში გარღვეულია. სიმაღლე, დაახლოებით – 3 მ. დარბაზული ეკლესია რიყის ქვითა და კირის ხსნარით იყო აგებული.