,,მუკუზანი ღვინის სარდაფმა” სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა
“მუკუზანი ღვინის სარდაფმა” სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ადგილზე მისულ ვიზიტორებს ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ.
ტურისტული ობიექტი, დაახლოებით, 2 კვირის წინ გაიხსნა და დაინტერესება უკვე არის.
მათივე თქმით, მარანში ასევე, არის სარდაფი, სადაც ქვევრები და ღვინის ლაბორატორიაა განთავსებული.
,,მარნის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმში წარმოდგენილია ისეთი ნივთები, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვით II-III საუკუნით თარიღდება.
ტურისტული ობიექტის მიმართ ინტერესი უკვე არსებობს. სტუმრები გვყავდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ამერიკიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან და სხვა”,- აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, მეღვინეობა “მუკუზანი ღვინის სარდაფი” ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. მეღვინეობა 1 წელში 50 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებდა, თუმცა მიმდინარე წელს მათი წარმადობა სავარაუდოდ, 100 000 ბოთლი იქნება.