ახალი ამბები

კახეთში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.

სინოპტიკოსების პროგნოზით:

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონში (ომალო): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.