ახალი ამბები

10 წელიწადში აშშ-მა საქართველოს 1.238 მლრდ დოლარის დახმარება გაუწია

ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურმა დახმარებამ საქართველოსთვის 1.238 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მხოლოდ 2024 წელს კი აშშ-მა საქართველოსთვის 169 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა.

გრაფიკაზე წარმოდგენილია ბოლო ათ წელს ამერიკის ფინანსური დახმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024-2025 წლების მონაცემები ჯერჯერობით სრულად არ არის დამუშავებული.

Foreignassistance-ზე არსებული მონაცემების თანახმად, 2024 წელს ამერიკის ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი – 78% მიმართული იყო ეკონომიკური განვითარებისთვის, ხოლო დარჩენილი 22% – სამხედრო დახმარების ნაწილი იყო.

გასული, 2024 წლის განმავლობაში, ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი შემდეგ პროგრამებზე ნაწილდებოდა:
კონფლიქტები, მშვიდობა და უსაფრთხოება – 54.53 მილიონი დოლარი;
მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება – 46.73 მილიონი დოლარი (აქედან დემოკრატიული მონაწილეობა და სამოქალაქო საზოგადოება – 17 მლნ,სასამართლო სისტემის განვითარება – 9.3 მლნ, ადამიანის უფლებები – 8.7 მლნ, მედია – 4 მლნ, საჯარო ფინანსების მართვა – 7.5 მლნ დოლარი);
ბიზნესი და ადმინისტრირება – 26.72 მილიონი დოლარი;
საოპერაციო ხარჯები – 20.36 მილიონი დოლარი;
განათლება – 9.41 მილიონი დოლარი;
სოფლის მეურნეობა – 6 მილიონი დოლარი;
ენერგეტიკა – 2.2 მილიონი დოლარი;
ჯანდაცვა – 2 მილიონი დოლარი;
გარემოს დაცვა – 1.33 მილიონი დოლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააგენტოების მიხედვით 2024 წელს ყველაზე მეტი პროგრამა და ფინანსური მხარდაჭერა USAID-მა და სახელმწიფო დეპარტამენტმა განახორციელეს. კერძოდ, USAID-ის დახმარება შეადგენდა 111.5 მლნ დოლარის, სახდეპის – 57.6 მლნ დოლარს.