ახალი ამბები

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ვადა გახანგრძლივდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ვადა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.

„სააგენტოს მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესი. დღეისათვის ინვენტარიზაცია განხორციელებულია დაახლოებით 6 000 ჰა-ზე, მაგრამ დარჩენილი საინვენტარიზაციო ფართობის მოცულობიდან გამომდინარე ვერ მოესწრო ამ ინვენტარიზაციის დასრულება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

ცნობისთვის, აქამდე არსებული კანონმდებლობით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 1-ელ მარტამდე უნდა დაესრულებინა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია.