ქორწინების ოქროს ბეჭედი 33%-ით გაძვირდა
2025 წლის თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯიანი ოქროს ბეჭედი 33%-ით გაძვირდა – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.
ამჟამად, მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქროს ფასი 2 911 დოლარს უტოლდება. Gold Prices-ის 9 მარტის მონაცემებით, ოქროს ფასები წლიურად 34%-ით არის გაძვირებული, მხოლოდ ერთი თვის ჭრილში ფასის 2.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში ოქრო 74%-ით არის გაძვირებული.

