თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილდება აღდგენილია
თელავის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით,მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილდება აღდგენილია.
მათი ინფორმაციით, ავტობუსები ყველა მარშრუტზე ჩვეული გრაფიკით მოძრაობს.
,,პროგნოზირებადი დაბალი ტემპერატურის გამო მომდევნო დღეებში, მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე დილის საათებში შეზღუდული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება. ავტობუსების გრაფიკი, გზებზე შეზღუდვების მოხსნისთანავე აღდგება”,- აცხადებენ თელავის სატრანსპორტო სამსახურში.

