ადმინისტრაციულ ორგანოებს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა 2000-ლარიანი ლიცენზიის საფუძველზე შეეძლებათ
რადიო მაუწყებლობის სახეობებს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა ემატება. საქმე ისაა, რომ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის შესაძლებლობა ექნებათ, – ამას ითვალისწინებს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე მოხდება.
ლიცენზიის ოდენობა 2 000 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
ინიციატორთა შეფასებით, “ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ – შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს თაობათა შორის ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას, ახალი კულტურულ-შემოქმედებითი იდეების დაბადებას, განვითარებას, ხორცშესხმასა და ქვეყნის კულტურულ სივრცეში აკუმულირებას“.

