11 თებერვალი მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღეა
11 თებერვალი მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღეა.
UN Women Georgia-ს ინფორმაციით, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ქალები და გოგოები კვლავ აწყდებიან სისტემურ ბარიერებსა და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს ამ სფეროში. მსოფლიოში სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების მხოლოდ მესამედია ქალი. ქალებს დაფინანსების, კვლევისა და პუბლიკაციის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ და მნიშვნელოვნად ნაკლებად არიან წარმოდგენილნი უნივერსიტეტების წამყვან პოზიციებზე.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების კურსდამთავრებულთა მხოლოდ 30%-ია ქალი. ქალი სტუდენტები ხშირად კაცებზე უკეთეს აკადემიურ შედეგებს აჩვენებენ, თუმცა დამსაქმებლები მათ კვალიფიკაციასა და კომპეტენციას უფრო მეტად აყენებენ ეჭვქვეშ, ვიდრე კაცებისას. ქალების მეტი ჩართულობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში არა მხოლოდ მათი გაძლიერებისთვის, არამედ უკეთესი საზოგადოებისა და მეცნიერული პროგრესისთვისაა აუცილებელი!

