ახალი ამბები

ძირბუკა – იღბლის მომტანი სოკო

დათვის სოკო (ძირბუკა), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დაფასებული სოკოა, რომელიც ინგლისურად ცნობილია როგორც “Porcini”, “King Bolete”, “Cep”, ან “Penny Bun”.

ევროპაში სჯეროდათ, რომ ეს სოკო მხოლოდ წმინდა ტყეებში იზრდებოდა – სადაც ალქიმიკოსები და მონაზვნები სამკურნალო ბალახებს აგროვებდნენ. ძველად მას “სოკოების მეფეს” ეძახდნენ და ფიქრობდნენ, რომ მისი პოვნა წარმატებას და იღბალს მოუტანდა სოკოს მაძიებელს. ზოგიერთი თქმულების მიხედვით, ძირბუკა ტყის სულების საჩუქარი იყო მათთვის, ვინც ბუნებას პატივს სცემდა

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ინფორმაციით, რაც შეეხება მის ეკოლოგიურ როლს, მიკორიზული სოკოა, რაც ნიშნავს, რომ იგი ხეებთან ურთიერთსასარგებლო კავშირს ქმნის და მათ ზრდაში ეხმარება.
ციყვები, ირემები და სხვა ცხოველები ხშირად მიირთმევენ პორჩინს, რაც მის ეკოსისტემურ მნიშვნელობას ზრდის.

კახური – ბებერა-სოკო, ბებრის სოკო;
რაჭული – კრიანტელი;
იმერული – დედაბერა;
ზემოიმერული – ძირბუკა.

ფოტო: ივანე ნაზღაიძე