ახალი ამბები

სავიზო რეჟიმი “ოცნების” დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის – EU რეზოლუციაზე იმსჯელებს

ამოქმედდება თუ არა ევროკავშირის ახალი შეზღუდვები ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ – დღეს ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი იმ რეზოლუციაზე იმსჯელებს, რომლის თანახმად ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმი უნდა შეჩერდეს.

თუ ევროკავშირის საბჭო რეზოლუციას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები, ევროკავშირში მოგზაურობისთვის ვიზა დასჭირდებათ.

წყარო: მთავარი არხი