გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული გზის მონაკვეთზე გადაადგილების პრობლემა თოვლმა და დაბალმა ტემპერატურამ შექმნა.

