ახალი ამბები

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 20 იანვრიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„დაინტერესებული ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია მეცამეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. მათ შორის: დედოფლისწყარო – 16, საგარეჯო – 2, თელავი – 4, სიღნაღი – 11, ყვარელი – 5, ახმეტა – 4, გურჯაანი – 3, ლაგოდეხი – 3.

მეცამეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge;www.mepa.gov.ge).
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას. მეცამეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013“ – ნათქვამია ინფორმაციაში.