ახალი ამბები

აქციის მონაწილეების გატაცება რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე გუშინ პროევროპული აქციების მონაწილეების გატაცება ეხამურება და წერს, რომ “დაუდგენელი პირების მიერ აქციის მონაწილეების გატაცება უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებში, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა“.

მისი თქმით, ის ვაშინგტონში იმისთვის იმყოფება, რათა ხალხის ხმა წარადგინოს.

,,დაუდგენელი პირების მიერ აქციის მონაწილეების გატაცება უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებში, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა. მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომლებიც ხედავენ, რომ მათი უფლებები და მომავალი მოპარულია“, – წერს ზურაბიშვილი.