ახალი ამბები

თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გრძელდება

დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გრძელდება.

თბილისში, 19:00 საათზე, მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერთა მსვლელობა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.

19:00 საათზე კი მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქცია არის დაგეგმილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც.

21:00 საათზე ცისფერი გალერეის წინ საჯარო დისკუსია “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები”შედგება.

15:00 საათზე დაიწყება „უწყვეტი პროტესტი თელავში!“.

საპროტესტო აქცია19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება ქუთაისის მერიასთან. ამავე დროს არის დაგეგმილი აქცია „სამშობლოს სამსახურში!“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში. აქცია გაიმართება ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, სახელწოდებით „ბრძოლა გამარჯვებამდე“.

18:00 საათზე კი ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან მოწოდებით – „არა რუსულ რეჟიმს!“.

საქართველოში თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი მოთხოვნით – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ დაკავებულთა გათავისუფლებას.