ახალი ამბები

შსს-მ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი: 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი დ.ბ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ., 1974 წელს დაბადებული დ.შ. და 1973 წელს დაბადებული ე.ვ. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 77 ვაზნა და 1 ხელყუმბარა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, -აცხადებენ შსს-ში.