10 იანვარს დაგეგმილი აქციების ჩამონათვალი
10 იანვარს, პროტესტის 43-ე დღეს აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში.
მოქალაქეები 40 დღეზე მეტია ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და ახალ არჩევნებს ითხოვენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.
10 იანვრის პროტესტების განრიგი:
თბილისი
17:00, HR პროფესიონალების, მარკეტერების, IT/Tech პროფესიონალების, იურისტების, ESM-ელების, “მთა თავისუფლებისთვის” და სხვა კომუნების მარში – რესპუბლიკის მოედანი
18:30, ემიგრანტების და მათი ოჯახის წევრების მარში! – ფილარმონია
19:00, ვერელების და ვაკელების მარში! – ტარას შევჩენკოს ბაღი
19:00, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ! – საზოგადოებრივ მაუწყებელთან
19:00-22:00 , ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს! – ვეკუას 3ა
ქუთაისი
19:00, კი ევროპას, არა რუსეთს! – მერიის წინ
ბათუმი
19:00, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 44-ე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
17:00, ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს! – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ
თელავი
18:00, საპროტესტო აქცია – მერია