ახალი ამბები

სტაციონარული კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია მაისამდე გადავადდა

31 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სტაციონალურმა დაწესებულებებმა 2025 წლის 1 მაისამდე უნდა წარადგინონ, ამბულატორიებს კი, ამისთვის მთელი წელი ექნებათ. მათთვის ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

საქმე ის არის, რომ სავალდებულო აკრედიტაციის ბოლო ვადა 2025 წლის 1 იანვარი იყო, თუმცა 2024 წლის 31 დეკემბერს, “ოცნების” ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც აკრედიტაციას ვერ გაივლიან, პროგრამის დატოვება მოუწევთ. დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით:

“სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასლი) სამინისტროს წარუდგინოს 2025 წლის 1 მაისამდე. ამბულატორიული/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მომსახურების, აგრეთვე, ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის/ISO სერტიფიცირების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასლი) სამინისტროს წარუდგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა”, – წერია დოკუმენტში.