ახალი ამბები

კოენი – აშშ-მა ურთიერთობა უნდა შეაჩეროს მანამ, ვიდრე საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩატარდება

“ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით”, – ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა ურთიერთობა უნდა შეაჩეროს მანამ, ვიდრე საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

“ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია”, – ამბობს კოენი.

ამერიკელმა კონგრესმენებმა უკვე მოამზადეს კანონპროექტი სახელწოდებით – „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“. კანონპროექტზე, რომელიც “ამერიკის ხმას” კონგრესიდან მიაწოდეს, რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი მუშაობდნენ.