ახალი ამბები

ლაგოდეხში 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებული ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

სოფელში ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მოკლეს. მათი ინფორმაციით, ის მესაფლავედ მუშაობდა და რამდენიმე თვის წინ მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა.

კონფლიქტის შემდეგ მამაკაცი გაუჩინარდა.

გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში, ჯერ მამაკაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით მისი ცხედარი იპოვეს.

One thought on “ლაგოდეხში 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Comments are closed.