ახალი ამბები

პურის ფასი შესაძლოა, გაიზარდოს

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძეს ინფორმაციით, ფქვილის ფასი გაიზარდა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ფქვილზე იმპორტის გადასახადს შეამცირებს, პური არ გაძვირდება.

„იმისთვის, რომ ქართული წისქვილები ამუშავებულიყო, იმპორტირებულ ფქვილს დაუწესეს გადასახადი. ჯერ ერთ ტომარაზე 10- ლარიანი, ახლა 12 ლარია. შედეგად, ამ გადასახადებით, დაგროვდა დაახლოებით 15 მლნ ლარი, ეს მიეცი სესხად ამ ქარხნებს (პურის), რომ განვითარდნენ. ფაქტობრივად, არაფრისგან შეიქმნა ფული.
ფქვილის ფასი უკვე წავიდა მაღალა, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. ახლა ერთი ტომარა 54-55 ლარი გახდა, მანამდე იყო 50 ლარის ფარგლებში. იმისთვის, რომ ეს პურის ფასზე არ აისახოს, ჩვენ როგორც კი შევხდებით მინისტრს, მას გავესაუბრებით. 10-თეთრიანი სხვაობაა, თუ საბაჟოზე იმპორტის გადასახადი შეამცირეს, მაშინ რუსულ ფქვილს ცოტა მეტს გამოიყენებენ და ამით დააბალანსებენ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. ეს გზა არსებობს, რომელიც უნდა შევთავაზოთ. მე ვფიქრობ, არავის უნდა, რომ პური გაძვირდეს. 10 თეთრი არჩევნების წინ ისედაც დაკლებული გვქონდა, იყო თხოვნა, სახელმწიფოს ხელი შეუწვეთ და ა.შ. მე ჯერ არ მინახავს მინისტრი, რომელსაც უნდა, რომ პურის ფასი იყოს მაღალი. ახლა ფასი მოიმატებს თუ არა, ეს დამოკიდებულია ამათზე (მთავრობაზე). არის შესაძლებლობები, რომ ეს დაარეგულირონ“,- ამბობს დოლიძე.