ლაგოდეხში, მწყემსის გარდაცვალების ფაქტზე გარკვეული ინფორმაცია ხდება ცნობილი
ლაგოდეხში, სასაფლაოზე ნაპოვნ მწყემსის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
გაუჩინარებული მამაკაცი სასაფლაოზე დაახლოებით, სამი დღის წინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მწყემსი დიდი ხნის გარდაცვლილია, რის გამოც, ცხედარი დაზიანებულია.
გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, კი კაბალში შემთხვევის ადგილზე ტელეფონი და პირადობის მოწმობა იპოვეს, ადგილზე ჩასულ მამას კი საზარელი სურათი დახვდა.
,,30-ში, საღამოს 22:00 საათზე, გავიდა სახლიდან. რომ არ გამოჩნდა, 2 დღე ვურეკე ტელეფონზე, არ მპასუხობდა. წავედი პოლიციაში, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. განცხადების დაწერიდან თვეების შემდეგ, ჩვენი შვილის ტელეფონი ადგილობრივმა იპოვა. სამ იანვარს მივედით იქ, სადაც მისი ტელეფონი აღმოაჩინეს – ამის შემდეგ ჩემი შვილის სხეულის ნაწილები ვიპოვე”- აცხადებს “პირველებთან” გარდაცვლილის მამა.
პოლიციას მამაკაცის დაკარგვის შესახებ მწყემსის მამამ თვეების წინ მიმართა და გამოძიებაც მაშინ დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ნახეთ ამავე თემაზე: