7 იანვარს დაგეგმილი აქციების ჩამონათვალი
7 იანვარს, პროტესტის 41-ე დღეს აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში.
მოქალაქეები თვეზე მეტია ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და ახალ არჩევნებს ითხოვენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.
7 იანვრის პროტესტების განრიგი:
თბილისი
19:00-22:00 , შევაგროვებთ და დავარიგებთ საჩუქრებს! – რუსთაველზე, ნაძვის ხესთან
19:00-22:00 , ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს! – ვეკუას 3ა
ბაკურიანი
15:00, აქცია-სრიალი საქართველოს ევროპული მომავლისათვის – დიდველის ტრასა
ქუთაისი
19:00, კი ევროპას, არა რუსეთს! – მერიის წინ
ბათუმი
19:00, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 41-ე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
17:00, ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს! – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ.
თელავი
თელავში აქცია მერიის შენობის წინ 18:00 საათზე დაიწყება.