აქციაზე ცრემლმდენი აირით მოწამლულებს “ნეოლაბი” 8-11 იანვარს კვლევებს უფასოდ სთავაზობს
კლინიკა “ნეოლაბი” უფასოდ სთავაზობს კვლევებს, საპროტესტო აქციის ყველა იმ მონაწილეს, რომელიც აქციაზე ცრემლმდენი აირით მოიწამლა და უგრძელდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
კლინიკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ აქციაზე დაზარალებული პირების გამოკვლევა 3 დღის განმავლობაში, 8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.
“საპროტესტო აქციის ყველა იმ მონაწილეს, რომელმაც აქციაზე მიიღო ცრემლმდენი აირით ინტოქსიკაცია და უგრძელდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები:
▫️ ხველა;
▫️ სუნთქვის უკმარისობა;
▫️ ქოშინი;
▫️ მსტვინავი სუნთქვა;
▫️ ღამის ოფლიანობა;
▫️ თავის ტკივილი;
სამომავლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კლინიკა ნეოლაბი უფასოდ სთავაზობს სპეციფიკურ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევებს, (გულმკერდის რენტგენოგრაფია, სპიროგრაფია და ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პროფესორ, გიორგი კამკამიძის კონსულტაცია).
აქციაზე დაზარალებული პირების გამოკვლევა განხორციელდება 3 დღის განმავლობაში, 8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით.
ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ კლინიკა ნეოლაბის ცხელ ხაზზე 032 2392803 / 032 2392896 / 032 2144447”,- აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.