ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა.

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.

“მზად ვართ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ინოვაციებისთვის და საერთო მიღწევებისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უფრო უსაფრთხო, ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის”, – ინფორმაციას X-ზე ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.