სასოფლო-სამეურნეო კულტურების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა
დღეიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა.
სავალდებულო სერტიფიცირების ნუსხა მოიცავს თითქმის ყველა ძირითად მარცვლოვან კულტურასა და ბოსტნეული/ბაღჩეულის სახეობებს. მათ შორის: შვრია, ქერი, ბრინჯი, ჭვავი, ხახვი, ნიორი, სატაცური, ყვავილოვანი კომბოსტო, ნესვი, საზამთრო, გოგრა, პომიდორი და სხვა.
ცნობისთვის, 2024 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნუსხა, რომელთა სერტიფიცირებაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო, მაგრამ ცვლილებების ამოქმედება 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდო.