საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ
ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომლებიც მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, აქვთ ვალდებულება, გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია.
2025 წლის 1-ლი იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდებიან. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი, შესაძლოა, გადავადდეს.