ახალი ამბები

იანვრიდან თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ

თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ. ამის შესახებ დადგენილება მთავრობამ ოქტომბერში გამოსცა.

კერძოდ, ამ დადგენილების თანახმად, მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდეს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის გარეშე.

დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.