რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა – პოლიცია მომიტინგეებს აკავებს
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. შსს-ს თანამრომლებმა დაკავებების სერია დაიწყო. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 4-მდე პირი.
გომელაურის რაზმის წევრებმა დაკავებები მოულოდნელად, იმ დროს დაიწყეს, როდესაც მომიტინგეები ტროტუარზე იდგნენ. პოლიცია ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ადგილზე ასაკოვანი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. “მოღალატეებო!” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით.
3 ადამიანი იდგა გაზონზე. მოვიდნენ, დაიწყეს წარმოუდგენელი რაღაც, ხელის კვრები, ძირს წააქციეს ვიღაცეები. უცებ მოვარდნენ ნიღბიანები, უსახო, უსახელო ადამიანები, დააკავეს უამრავი ადამიანი, თან აკავებდნენ, თან სცემდნენ, თან აგინებდნენ და იქით ჩვენ გამოვედით სამართალდამრღვევები, როცა მაისური ნახევრად გახადეს ბიჭს და წიხლებით შეტენეს მანქანაში, – ამბობს აქციის მონაწილე.