მთავრობა თელავში, ლაგოდეხსა და საგარეჯოში საახალწლო ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს
13 ქალაქში საახალწლო სოფლის მოწყობის, ნაძვის ხის ანთებისა და საზეიმო კონცერტებისთვის მომსახურების შესაძენად გამარტივებული შესყიდვები უკვე გამოცხადდა.
ამ დროის მონაცემებით, კახეთში, ღონისძიებები ჩატარდება თელავში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში. ჯამში დ13 ქალაქში აგეგმილ ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან 528 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.
ვინ იმღერებს საახალწლო ღონისძიებებზე აღნიშნულ სამ მუნიციპალიტეტში და რამდენია გამოყოფილი თანხა.
თელავი – ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით შეიძინა ნაძვის ხის ანთების ღონისძიების მომსახურება, რაშიც ბიუჯეტიდან 63 953 ლარს და 64 თეთრს ხარჯავს. 21 დეკემბერს ჩანიშნულ ღონისძიებას გააფორმებენ: არჩილ ნიჟარაძე, გიორგი კუხიანიძე, დავით მაზანაშვილი, ნიკა ნიკვაშვილი, სალომე ბაკურაძე და ქეთევან გაბისიანი.
საგარეჯო – საახალწლო ღონისძიება დაგეგმილია 30 დეკემბერს. ღონისძიებას გააფორმებს ჯგუფი „რეგიონი“, რომელსაც 30 ათასს ლარს გადაუხდიან.
ლაგოდეხი – 26 დეკემბერს ნაძვის ხის ანტების ღონისძიებაზე იმღერებს ჯგუფი „სტატუსი“, არსებული ინფორმაციით, 29 დეკემბერს კი საახალწლო კონცერტზე ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი იმღერებენ. „სტატუსს“ ჯოხაძეს და ბადურაშვილს ჯამში 33 250 ლარს გადაუხდიან. ამასთანავე, 30 დეკემბერს დაგეგმილია ჯგუფი „ურსას“ კონცერტიც, რაშიც 25 250 ლარს დახარჯავენ ბიუჯეტიდან.

