გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ერთი ფაქტი გამოავლინეს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე. სამართალდამრღვევს, თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 4 კგ თევზი.
ვინაიდან აღნიშნული ფაქტებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,– აღნიშნულია ინფორმაციაში.

