ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მე-6 პრეზიდენტად აირჩიეს

„ქართული ოცნების” პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა.

ყაველაშვილს 224-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი – ადა მარშანიას ბიულეტენი.

პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა. პროცესი პლენარულ სხდომათა დარბაზში 09:00 საათზე დაიწყო. 300-წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერა იყო საჭირო.