ძლიერმა ქარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხეები მოგლიჯა
წუხელ, გვიან ღამით, ძლიერმა ქარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხეები მოგლიჯა.
,,დილიდან ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული და იწმინდება ქუჩები ხეებისგან”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ესენია ილიაწმინდა, მაღარო და საქობო, საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა.
,,ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვა”.