ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე – 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წელს

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე იქნება მაჟორიტარების იგივე რაოდენობა, რაც 2017 წელს, ასევე იქნება 4%-იანი ბარიერი.

„20-ზე მეტი საკითხი იქნება, რომელზეც საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. პირველი ეს არის საარჩევნო კოდექსი.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ამ კანონს მივიღებთ მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4%-იანი ბარიერით და ა.შ. 2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული, არცერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება შედეგის თვალსაზრისით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.