ახალი ამბები

“შეუძლებელია ამის ყურება, ატანა და გაჩუმება” – გიორგი ქოჩორაშვილი

“შეუძლებელია ამის ყურება, ატანა და გაჩუმება”, – ასე აფასებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი გუშინ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფე თავდასხმას. სპორტსმენი სოციალურ ქსელში პირდაპირ წერს, რომ ქართველი ხალხი რუსეთის მონობას არასდროს შეეგუება.

,,სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება. შეუძლებელია ამის ყურება, შეუძლებელია ამის ატანა, შეუძლებელია ამის “გაპრავება”, შეუძლებელია ამის მოთმენა, შეუძლებელია გაჩუმება, შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, ფეხბურთის თამაში ან ნებისმიერი სხვა, ყოველდღიური საქმის კეთება მაშინ, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას, ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ჩვენს ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, თავისუფლება ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი ჩემთვის ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს! თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს! დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!, – წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ,”ნოდარ მელაძის შაბათის” რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე თავს დაესხნენ და სცემეს.