თბილისში, აქციაზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს, ელვინ ქარმოვს, 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
თბილისში მიმდინარე აქციაზე დაკავებულ იორმღანლოში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს, ელვინ ქარიმოვს, სასამართლომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციას მისი ადვოკატი, აიჰან ჰასანლი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, დაკავებისას გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, ადგილი ჰქონდა ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფასაც.
“3 დეკემბერს, რუსთაველზე პროტესტის დროს, სამოქალაქო აქტივისტი და “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ელვინ ქარიმოვი დააკავეს. დაკავების დროს ელვინს ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენეს. შენ აქ რა გინდა, წადი, ალიევს მოსთხოვე უფლებები, აქ რა გინდა, თათარო? ეს არის ის ფრაზა, რომლითაც სპეცრაზმმა ელვინს მიმართა. აღარ მიკვირს არაფერი. არც პირველია და არც ბოლო მსგავსი დამოკიდებულება. ელვინს სახეზე აქვს დაზიანებები და მისი თქმით, ის სასტიკად სცემეს პოლიციის მანქანაში. სასამართლომ მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა”,-წერს მისი ადვოკატი.