ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თელავში შეხვედრა გაიმართა

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიძღვნილი დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ “მოვუსმინოთ სამყაროს” სმენის და მეტყველების სახლმა, რომელიც თელავში ფუნქციონირებს შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მშობლები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ თემთან. მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ და ისაუბრეს საჭიროებებზე.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ადვოკატირებას უწევს, აძლიერებს შშმ პირთა ოჯახებს, აწვდის სხვადასხვა საჭირო მომსახურებას.