ყვარლის ევროკლუბმა 5 წლის იუბილე აღნიშნა
5 წლიანი მუშაობის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა ყვარელში, რომელსაც დანიის, ნორვეგიის, ლატვიის, ჩეხეთისა და ესტონეთის ელჩები, NATO-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, სხვა დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმსჯელეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები აწყდებიან.
ევრიკლუბის მისია უცვლელია – მხარი დაუჭირონ ადგილობრივი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, ადგილობრივების განათლებას, განვითარებას, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.