სპეცრაზმელები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან – პრეზიდენტი
სპერაზმელებს ურიგებენ „ამფეტამინს“, თუ არ ვიცი, რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, – ეს სკანდალური განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით.
,,დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა.
მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.