ახალი ამბები

პრეზიდენტის არჩევნების თარიღი პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ განისაზღვრება

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატზე ამ ეტაპზე მსჯელობა არ ყოფილა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ.

„ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრულია. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, – აღნიშნა მან.