ახალი ამბები

4 ნოემბრამდე ცვალებადი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 ნოემბრამდე ცვალებადი ამინდი იქნება.

მათივე ცნობით, 1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ომალო): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპი და დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.