12:00 საათისთვის ხმა მისცა 776,726-მა მოქალაქემ, აქტივობა 22.22%-ია
ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 12:00 საათის მდგომარეობით, აქტივობის შედეგებს აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, 12:00 საათისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა 324 197 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 22.22%-ია.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.