როგორია კახეთის რეგიონში მოქალაქეების აქტიურობა არჩევნებში
ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 10:00 საათის მდგომარეობით, აქტივობის შედეგებს აქვეყნებს.
არსებული ინფორმაციით, 10:00 საათისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა 324 197 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 9,27%-ია.
მათ შორის თბილისში ხმა მისცა 110,340-მა მოქალაქემ, რაც 10.07%-იანი აქტივობაა. ოლქების მიხედვით ყველაზე მაღალია აქტივობა ასპინძაში 13.78%, სადაც 10 საათისთვის ხმა 1346 მოქალაქეს ჰქონდა დაფიქსირებული. აქტივობა ყველაზე დაბალი იყო მარნეულში 5.92%-ით, სადაც ხმა 10 საათისთვის 6009 მოქალაქეს ჰქონდა მიცემული.
გურჯაანის ოლქში, 49850 ამომრჩევლიდან, უბანზე მივიდა 5759, ყვარელში 27337 ამომრჩევლიდან არჩევანი გააკეთა 3107-მა, სიღნაღში 27949 ამომრჩევლიდან 3110, დედოფლისწყაროში 20352 ამომრჩევლიდან 2123, ლაგოდეხში 38349-დან 3608, ახმეტაში 29486 ამომრჩევლიდან 2727, თელავში 55050 ამომრჩევლიდან 4993, საგარეჯოში 46471-დან 4193.